[შიმშილობის შედეგად] გაიზრდება მუხტი საზოგადოებაში, გაიზრდება საპროტესტო ხმა. პოლიტიკოსის დაკარგული კილოგრამები არ არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა იდარდოს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შიმშილობის რომელიმე აქტმა როდისმე შეიძლება ძირეული პრობლემა გადაჭრას, მაგრამ ეს აქტი გადაჭრის თვალსაჩინო ერთ დიდ უსამართლობას. ამ შემთხვევაში ეს უსამართლობა ეხება პოლიტიკურ ტყვეს, მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ტყვე. ეს არის ისტორიული უსამართლობა. ისტორიული უსამართლობაა, რომლის მოსაწესრიგებლად და სამართლის აღსადგენად თუ არის საჭირო ასეთი საპროტესტო აქტი, უნდა მიმართოს მან ვისაც სჯერა, რომ ეს წარმატებული იქნება. [...] ჩვენ გვჯერა რასაც ვაკეთებთ.
მიხეილ სააკაშვილი
მელია: პოლიტიკოსის დაკარგული კილოგრამები არ არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა იდარდოს
tbl.ge/5t9n
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. ენმ-ის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს "მასობრივი შიმშილობა" დაიწყეს.
ნიკა მელიამიხეილ სააკაშვილიმიხელ სააკაშილის მხარდამჭერების შიმშილობამასობრივი შიმშილობამასობრივი შიმშილიენმერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




