ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელად აზარაშვილი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 27 დეკემბერს დაასახელა.

ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე მას სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის დელტას გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2000-2020 წლებში აზარაშვილი საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობდა.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

კომენტარები