კორონავირუსი

FDA-მ Pfizer-ის პირველ ანტივირუსულ აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის პირველ ანტივირუსულ აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა

ეს კორონავირუსის სამკურნალო პირველი ავტორიზებული ტაბლეტია, რომელსაც ინფიცირებული მანამდე მიიღებს, სანამ ისეთ მდგომარეობამდე მივა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდეს. 12 წელს ზემოთ რისკ ჯგუფებში შემავალი ინფიცირებულები, რომლებიც მინიმუმ 40 კგ-ს იწონიან, აბების მიღებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ.

როგორც FDA-ს განცხადებაში წერია, აბების მიღება რეკომენდებულია კორონავირუსის დიაგნოზის დასმიდან მაქსიმალურად მალე და სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში.

გასულ კვირაში Pfizer-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, Paxlovid-ით მკურნალობა 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკებს.

FDA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოხსენებული აბები კორონავირუსის პრევენციისთვის არ არის განკუთვნილი და არ ჩაანაცვლებს ვაქცინას.

კომენტარები