გახარია: ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში

ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრია საქმე და სამუშაო, ამიტომ გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები აი ამ საკანონმდებლო ორგანოებით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები