უბედური შემთხვევა

ვერტყვიჭალასთან სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოიშალა – გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი

ვერტვიჭალა
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ვერტყვიჭალასთან სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში და ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. 

მათივე ცნობით, ადგილზე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

კომენტარები