კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონის დადასტურების გამო, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველი

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ყველა ინდიკატორი: ინცინდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, მათ შორის სიკვდილიანობაც იკლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.

დინამიკა სტაბილიზაციისკენ ეპიდსიტუაციის – სტაბილურია. ომიკრონის გამოჩენას ველოდით, საზღვრები ვერ აჩერებს ვირუსს. რომ გითხრათ, დღეს და ხვალ გააუარესებს ეპიდსიტუაციას ომიკრონით ინფიცირება, მართალი არ ვიქნები. გარკვეული სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდება, მაგრამ ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ძველი დელტა შტამისა, ორი თვე მაინც დასჭირდება.

ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას, იმის გამო, რომ ქვეყანაში ომიკრონი დაფიქსირდა, ნამდვილად არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე. შემდგომ, ნელ-ნელა, თუ გავრცელდა რა თქმა უნდა იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე.

ამბობს NCDC-ის ხელმძვანელი, ამირან გამყრელიძე ვებინარზე. საქართველოში ომიკრონით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები