პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სურვილი შეხვდეს სააკაშვილს, ასევე სალომე ზურაბიშვილის მცდელობა დაიწყოს ცივილიზებული პროცესი - არის მნიშვნელოვანი. სკეპტიკოსების მოსაზრება სრულიად გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დასაწყისშივე არ დავაზიანოთ და ხელი შევუწყოთ ყველანაირი ფორმით. მაქსიმალურ ძალისხმევას ჩავდებ, რომ ამ პროცესმა მცირე შედეგი მაინც გამოიღოს.
პოლიტიკური კრიზისი
დეკანოიძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: მნიშვნელოვანია, პროცესი დასაწყისშივე არ დავაზიანოთ
tbl.ge/5szp
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ. 16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა. 20 დეკემბერს, ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულოს პატიმრობაში მყოფი მისი წინამორბედი, მიხეილ სააკაშვილი
ხატია დეკანოიძესალომე ზურაბიშვილიმიხეილ სააკაშვილიგიორგი მარგველაშვილიქართული ოცნებაენმენმ 2021პოლიტიკური კრიზისი
ამავე თემაზე
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა
- ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო, ოცნებამ თავზე დაგვახია ყველა პირობა
- დარჩიაშვილი: ამ ქვეყნის გადარჩენა მარტო მიშას გზითაა შესაძლებელი