კრიმინალი

პირი, რომელმაც ნუცუბიძეზე არასრულწლოვანი დაჭრა, პოლიციას ჩაბარდა

ტაბულა

პირი, რომელმაც ნუცუბიძეზე 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრა, პოლიციას ჩაბარდა. დაკავებული მომღერლის, გია თოიძის 20 წლის შვილია. 

ინფორმაცია TV პირველს სატელეფონო საუბრისას თავად გია თოიძემ დაუდასტურა. 

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაციები ჩაუტარდა. 

"დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ნ.თ.- ს შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან - 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.- სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება
გაეწია". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები