დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბუსტერ დოზით 46 562 ადამიანი აიცრა.
მათივე ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 254 991 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 43.7%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 078 455 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 37.6%-ია.
19 დეკემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 380 972 აცრა.