შარლ მიშელის შეთანხმება

კობახიძე: აშშ-ს საელჩოს განცხადება ცესკოზე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი

მემგონი ეს არ არის სწორი შეფასება. იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ აქვს ალტერნატივა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკოს თავჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად ადმინისტრაციამ, რაც არის ცესკოს თავჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია ეს შეფასება არ შემიძლია შევაფასო, როგორც საამრთლიანი.

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. აშშ-ს საელჩო პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ცვლილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო. 

კომენტარები