ჩვენ ვართ შერიგებულები ჩვენს ხალხთან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე. დღეს პრემიერმინისტრის ანგარიში ეყრდნობოდა ხალხისა და ქვეყნის საჭიროებებზე ზრუნვას. ჩვენ არაფერი შესარიგებელი არ გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატი გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც განდგომილია ხალხისგან. დღეს პრემიერმინისტრის ანგარიში ეხებოდა იმას, თუ როგორ იზრუნოს ხელისუფლებამ ხალხზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ორიენტირი. რაც შეეხება ოპოზიციას და მასთან ურთიერთობას, ჩვენ აქაც ძალიან მკაფიო ხედვა და გზავნილი გვაქვს. გზავნილი არის ის, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს, ჩაერთოს ბოლომდე ამ პროცესში და უნდა გახდეს ზუსტად იმ პროცესების შემადგენელი ნაწილი...
ჩვენ ერთადერთი რაც გვაინტერესებს, არის ის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული ყველა პროცესში. თუ ისინი გამოავლენენ სათანადო ნებისყოფას და ჩაერთვებიან ყველა იმ პროცესში, რაზეც საუბრობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, მათთვის და ქვეყნისთვის იქნება კარგი.