პირველი 9 თვე პრემიერის საქმიანობის ამ პოზიციაზე იყო მართლაც შთამბეჭდავი. მე შეგახსენებთ ჩვენი ეკონომიკის პარამეტრებს. როცა დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა მუშაობა პრემიერის პოსტზე, პირველი ორი თვის განმავლობაში, იანვარ-თებერვალში იყო ეკონომიკის ვარდნა, მინუსი. როდესაც ის გახდა პრემიერმინისტრი, ჩვენ გვაქვს შეუქცევადი ეკონომიკური წინსვლის პროცესი და ჩვენ წელს პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ირლანდიის შემდეგ ევროპაში არის მეორე ადგილზე და ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის შემდგომი წინსვლა და ამ ტენდენციის შენარჩუნება და პრემიერმინისტრის გეგმები ამის შესაძლებლობას იძლევა.
tbl.ge/5swu
დაკოპირდა

ასე შეაფასა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




