ღამის კლუბები

გამყრელიძე: არ ყოფილა საბჭოს გადაწყვეტილება კლუბების მუშაობის აღდგენის შესახებ

რამდენადაც მე მახსოვს ეს საკითხი [კლუბების გახსნის] საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და არ გადაწყვეტილა. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამის კლუბები ემზადებიან შესაბამისი წესების მკაცრად დაცვითა და აღსრულებით, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება მათი მუშაობის აღდგენის შესახებ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა.

თქვა გადაცემა მრგვალ მაგიდაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ღამის კლუბებზე კითხვის საპასუხოდ.

შრომის ინსპექციამ დღეს, 17 დეკემბერს, კლუბებში ღონისძიებების ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ მათი გამართვა ნებადართული არაა.

კომენტარები