თბილისის ბიუჯეტი 2022

კალაძე: თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი 1.54 მილიარდი ლარი იქნება

დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაზუსტებული სახით, ჯამში, 1.54 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან მილიარდ 305 მილიონი ლარი არის საბიუჯეტო, ხოლო 240 მილიონი ლარი დონორების სესხების ნაწილი. 

როდესაც დედაქალაქის მოსახლეობამ ჯერ კიდევ პირველი ვადით აგვირჩია, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. 2017 წელს ბიუჯეტმა, დაახლოებით, 825 მილიონი ლარი შეადგინა.ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ბიუჯეტის გაზრდა და 2021 წელს უკვე მილიარდ 250 მილიონზე გავიდა საბიუჯეტო ნაწილი.

რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, უფრო მეტია შესაძლებლობები იმისა, რომ ძალიან კარგი პროექტები განვახორციელოთ. მომავალი წლის ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შევასრულოთ – ჩვენი ქალაქი იყოს უფრო გამწვანებული, ინფრასტრუქტურულად უფრო მოწესრიგებული, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ.

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.

 

კომენტარები