პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: არ მომწონს სიტყვა შერიგება, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

რაც შეეხება დიდი შეთანხმების ნაწილს, გულწრფელად რომ მოგახსენოთ, არ მომწონს სიტყვა შერიგება, არც შეთანხმება, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს გულისხმობს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და ნამდვილად, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ მიმართულებით ისტორიული მისია შეასრულოს და მესამე, ეს გულისხმობს ქვეყანაში პროცესების ნორმალიზაციას, იმიტომ, რომ რაც ქვეყანაში ხდება არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს ევროატლანტიკური კურსისკენ. მე ყოველთვის პოზიტიურად ვეხმაურები ამ საკითხს, გულწრფელად მინდა, რომ ასეთი ისტორიული როლი მან შეასრულოს და ასევე, ხვალ ხაზარაძე-წერეთლის საქმეა, დღეს ნიკა გვარამიას საქმე იყო და ასეთ საქმეებზე მორატორიუმის დადება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვა ენმ-ის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები