ჯანდაცვის სამინისტრო

ტიკარაძე: არ მივდივარ შორს, ვინც დაიკავებს თანამდებობას, მზად ვარ გავუზიარო გამოცდილება

არ მივდივარ შორს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ჩემი კოლეგას, ვინც ამ ადგილს დაიკავებს, მე მზად ვარ გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე და შესაბამისად ხელი შევუწყო მის წარმატებას. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა. ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

კომენტარები