მატრიცა 4

ახალ მატრიცაზე მუშაობისას კიანუ რივზი 40-სართულიანი შენობიდან ოცჯერ გადმოხტა

Fasolmi

კიანუ რივზი სტივენ კოლბერტის შოუს ეწვია და ახალ მატრიცაზე მუშაობის სირთულეებზე ილაპარაკა. 

მსახიობის თქმით ერთ ერთი სცენის გადაღებისას მას და მის ეკრანულ პარტნიორს, კერი-ენ მოსს, 40-სართულიანი შენობიდან ოცჯერ გადმოხტომა მოუწიათ.

"ეს მატრიცაა და რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია, ყველაფერი დღის შუქზე უნდა გადაგვეღო. რა თქმა უნდა დაცულები ვიყავით, გამობმული გვქონდა სპეციალური მავთულები. პირველი ჯერი რთული იყო, შეგვეშინდა. შიში არ უნდა დაბლოკო, უნდა შეეგუო, შთანთქა და უბრალოდ გააკეთო რაც საჭიროა. მსგავსი ტრიუკი არასდროს გამიკეთებია". – ამბობს მსახიობი.

მატრიცის მეოთხე ნაწილი საქართველოს კინოთეატრებში 16 დეკემბერს გამოვა. ბლოკბასტერში ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი, კერი-ენ მოსი და ჯადა პინკეტ-სმიტი. მატრიცის მესამე ნაწილი 2003 წელს გამოვიდა.

კომენტარები