Tbilisi Pride

TBILISI PRIDE-ს მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი უხელმძღვანელებენ

Tbilisi Pride-ს მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი უხელძღვანელებენ - ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.

"დღეიდან ორგანიზაციას თანადირექტორები, მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი უხელმძღვანელებენ.

2021 წლის 14 ნოემბერს თბილისი პრაიდის გამგეობამ იმსჯელა და გადაწყვიტა ორგანიზაციის მართვის ჩაბარება გუნდის გამოცდილი წევრებისთვის, რის შესახებაც დღეს, 14 დეკემბერს საჯარო რეეესტრში ოფიციალურად განვაცხადეთ", - წერს ორგანიზაცია.

ამასთან ერთად, Tbilisi pride განცხადებაში მადლობას უხდის ყოფილ დირექტორს, გიორგი თაბაგარს, ლგბტქ+ მოძრაობის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

"ორგანიზაციის მთელი გუნდის სახელით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ანას და მარიამს. ასევე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაციის ყოფილ დირექტორს და თანადამფუძნებელს, გიორგი თაბაგარს, იმისთვის, რომ ირწმუნა თბილისი პრაიდის შექმნის იდეა და მისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლგბტქ+ მოძრაობის გაძლიერებაში".

კომენტარები