პოლიტიკური კრიზისი

ლელოს ფრაქცია ისევ ექნება, მათ დილარ ხაბულიანი შეუერთდა

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო პარლამენტში ფრაქციად კვლავ ფორმირდება. მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარტია დატოვა, მათ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი დილარ ხაბულინი შეუერთდა. 

ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი ფრაქციის წევრები იქნებიან, ხოლო თავმჯდომარე -  ბადრი ჯაფარიძე.

ფრაქციის ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის შექმნა პარლამენტის ბიუროს 13 დეკემბერს ეცნობება.

კომენტარები