ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე ღარიბაშვილზე: დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა

მე არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას [პრემიერმინისტრთან დაპირისპირების შესახებ]. არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი ან დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი, დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. ჩვენ ერთად ისევ ვიქნებით პოლიტსაბჭოში, ასევე გვექნება თანამშრომლობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალშიც.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.  ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით ტიკარაძეს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

კომენტარები