ეკატერინე ტიკარაძე

კუჭავა: ტიკარაძე იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარების

ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როდესაც ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. სამთავრობო ცვლილებებზე თუ გინდათ საუბარი, უნდა ჰკითხოთ პირდაპირ პრემიერს. ამაში პარლამენტი არ ერევა.

საქართველომ განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ეტაპები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. იყო ბევრი კმაყოფილი, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ამიტომ თვითონ საზოგადოება შეაფასებს. მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინოდა თამამი რეფორმების გატარების.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები