კორონავირუსი საქართველოში

კუჭავა: უვადო პასპორტებზე ტიკარაძის პოზიცია სამედიცინო სპექტრის პოზიციაა, ვენდობი ექიმებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, უვადო მწვანე პასპორტების შესახებ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პოიზიცია მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოიზიცია იყო, ის კი ექიმებს ენდობა და მათ პოზიციას იზიარებს.

"თუ არ ვცდები, ტიკარაძის პოზიცია იყო მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია. შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ვენდობი ექიმების გადაწყვეტილებას. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც ჩემი პოზიცია იქნება გაზიარებული". – თქვა კუჭავამ.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა. 

კომენტარები