შავი ზღვა

შავი ზღვის თავზე ფრანგულ ავიაგამანადგურებლებს რუსული თვითმფრინავები აედევნნენ

რუსული ავიაგამანადგურებლიდან გადარებული ფრანგული ავიაგამანადგურებლები
ria.ru

გასულ დღეს შავი ზღვის თავზე ფრანგულ თვითმფრინავებს რუსული ავიაგამანადგურებლები აედევნნენ. ფრანგული ავიაგამანადგურებლები შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ და NATO-ს სადაზვერვო მისიას ატარებდნენ. გამოცემა Reuters-ის ცნობით, ეს ამ კვირაში მეორე მსგავსი შემთხვევა იყო.

რუსული მხარე ამბობს, რომ ფრანგული თვითმფრინავები რუსეთის ფედერაციის საზღვართან მიახლოებას ცდილობდნენ. რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27-ები ფრანგულ თვითმფრინავებს ათიოდე მეტრის დაშორებით მიუახლოვდნენ და კურსი შეაცვლევინეს, რათა "შეეჩერებინათ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა". 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოახდინეს 3 ფრანგული თვითმფრინავის, ავიაგამანადგურებლების: Rafale-ისა და Mirage 2000-ის, ასევე ერთი საწვავის გადამზიდი თვითმფრინავის ესკორტირება.

შემთხვევა უკრაინისა და რუსეთის დაძაბულობის ფონზე მოხდა.

 

კომენტარები