კახა კალაძე

კალაძე: კაცურად გპირდებით, ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თბილისის განახლების, განვითარების, აღმშენებლობის ახალი ისტორია დავწეროთ. ჩემს თანაგუნდელებს მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ არცერთი დღე, არცერთი წამი არ დავკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ვიყოთ ორიენტირებული საქმეზე, თბილისის და თბილისელების პრობლემები მოგვარებაზე, უფრო მეტად მწვანე, ჯანსაღი და მდიდარი, სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, ბრალდებაზე და იმ დესტრუქციაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხიმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისელების მხარდაჭერა, თანადგომა იქნება ამ ყველაფერში, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში და აი, ადამიანურად, კაცურად გპირდებით, რომ ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს და როცა 4 წლის მერე შევხვდებით ერთმანეთს, თვალებში შეხედვის არ შეგვრცხვება. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე FACEBOOK-ზე გავრცელებულ ვიდეოში. 

კომენტარები