სასკოლო სახელმძღვანელოები

ბოკერია: ჩვენ გვჭირდება მშობლებისთვის მეტი წონის მიცემა სკოლის დონეზე

ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მეცხრე კლასის ისტორიის წიგნებში მიმოხილულ საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ ისაუბრა. ბოკერიას თქმით, საფრთხილოა სახელძღვანელოებში ისეთი ინფორმაციის შეტანა, რომელიც დღესაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანია.

 "მე ასეთ რაღაცეებს მგონია, რომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ძალიან. იმიტომ რომ თუ ამას ვაკეთებთ, ნებისმიერი ამ ტიპის საკითხი, როცა დროც არ გასულა, ფართო კონსესუსი არ არის, ინტერპრეტაციების საკითხი ხდება ფაქტების მოწოდებაც კი და პრობლემა არის არასრულწლოვანი ადამიანისთვის სკოლაში ამის სწავლება ჩემი აზრით". – თქვა ბოკერიამ

ბოკერიას თქმით, საჭიროა ასეთ საკითხებში მშობლების ჩართულობისა და ავტონომიის გაზრდა. 

"მაგალითად „სარკოზი-მედვედევის“ შეთანხმება უფრო რუსული პროპაგანდის ტერმინებია, მაგრამ ჯამში ჩემი აზრით ამ საკითხებში ჩვენ გვჭირდება მშობლებისთვის მეტი წონის მიცემა სკოლის დონეზე და ზოგადად საზოგადოებრივი კლიმატის გამოცვლა. ამ საზოგადოებრივი კლიმატის და ამ რეჟიმის მიერ შექმნილი მორალური კლიმატის შედეგი მგონია ამ ტიპის მოვლენები, რასაც ახლა ვხედავთ ამ წიგნში რუსეთის აგრესიასთან
დაკავშირებით". – ამბობს ბოკერია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირთა ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა არასწორია.

კომენტარები