Inter Rao

თურნავა: როგორც არ უნდა დასრულდეს INTER RAO-სთან დავა, ეს არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე

წინა ხელისუფლების დროს, გაფორმდა საკმაოდ მძიმე, კაბალური ხელშეკრულება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან, რომლითაც 2025 წლამდე დადგენილია მოცულობა იმ შემოსავლისა, რომელიც კომპანიამ უნდა მიიღოს ტარიფების ზრდის გზით.

ის ტარიფები, რომლებიც დაადგინა სემეკ-მა, ჩვენი აზრით, იყო აბსოლუტურად ობიექტური და გამჭვირვალე მეთოდოლოგიით და იმაზე უფრო მაღალი ტარიფის დადგენა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ Inter RAO ამას მოითხოვს. 

სასამართლო პროცესის პერიოდში სახელმწიფოს პოზიცია ყოველთვის შემდეგი იყო - ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რომელშიც Inter RAO ითხოვდა.

ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ამოვდივართ მოსახლეობის და მომხმარებლების ინტერესებიდან, იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს შეძლებისდაგვარად არ მოხდეს.

არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა Inter RAO-ს მოთხოვნა, ისინი 200 მილიონზე მეტს ითხოვდნენ და ახლა მხოლოდ 80 მილიონია დადასტურებული. როგორც არ უნდა დასრულდეს სასამართლო დავა, ეს არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე. 

ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.


საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომპენსაციის ოდენობა 80.5 მილიონი დოლარით განისაზღვრა. საქართველომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

კომენტარები