თბილისის იუსტიციის სახლი

აუდიტი: თბილისის იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 2012 წლიდან ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

აუდიტის სარეკომენდაციო წერილის თანახმად, მიზეზი მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობაა, რადგან არ არის აღმოფხვრილი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების პრობლემის აღმოფხვრის, ფაქტობრივ სარგებლობასთან და სწორად აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, იუსტიციის სახლმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა იუსტიციის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის/ნაკლოვანების იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საჯარო რეესტრის სააგენტოს და სერვისების სააგენტოს ბალანსზე ირიცხება თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე 2014 წლამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რაც 82 734 605 ლარს შეადგენს.

თბილისის იუსტიციის სახლი 2012 წელს გაიხსნა.

კომენტარები