მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: მესიანიზმის დრო წავიდა, შენდობა მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხალხისთვის და არა უტოპიური რაღაცებისთვის. მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება! საქართველოს ღმერთი იფარავს და ღვთისმშობელი. არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს ჩვენს გარეშე საქართველო არ განვითარდება. ჩვენ გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და ჩვენს შემდეგაც, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, გონიერებას მოვუხმოთ! უაზრო რაღაცებზე დროს ფუჭად ნუ ვკარგავთ. მოთმინებასაც ზღვარი აქვს და ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა. ჩვენ ღმერთთან რატომ მივდივართ და აღსარებას რატომ ვამბობთ? – იმიტომ, რომ ვაშავებთ, ვაფუჭებთ. როცა ვაშავებ, ჩემს თავს ხომ ვუშავებ და სიკვდილი ხომ შემოდის ჩემში იმ ცოდვის გამო? თუ არ მივედი, აღსარება არ ვთქვი, არ ვეზიარე, თუ გამოსწორებისთვის არ ვიზრუნე, აბა, როგორ დაიწვება ჩემი ცოდვების მიმართ მიდრეკილებანი? ასე უნდა ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენგანმა. ლამაზი ერი ვართ. რომ მივდივარ ხოლმე ჩემი ქვეყნიდან, რამდენიმე დღეში ისე მენატრება, დიდხანს ვერ ვჩერდები. ზოგჯერ იძულებითაც გადიხარ, რომ რაღაც კარგი გააკეთო შენი ქვეყნისთვის.

IPN-ს ცნობით, თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები