ქირურგის შეცდომა

ავსტრიაში ქირურგი პაციენტისთვის ჯანსაღი ფეხის მოკვეთის გამო დააჯარიმეს

ავსტრიაში ქირურგი პაციენტისთვის ჯანსაღი ფეხის მოკვეთის გამო დააჯარიმეს. ექიმმა 82 წლის მამაკაცს მარცხენის ნაცვლად მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარა, დაშვებული შეცდომა კი მხოლოდ 2 დღის შემდეგ აღმოაჩინა.

ავსტრიის ქალაქ ლინცის სასამართლომ ქირურგი "უხეშ დაუდევრობაში" დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 2700 ევროს გადახდა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ პაციენტი სასამართლო სხდომამდე გარდაიცვალა და მის ქვრივს კომპენსაციის სახით 5000 ევრო გადაუხადეს.

მამაკაცი კლინიკაში მაისში დააწვინეს და ოპერაციის დაგეგმვისას, ქირურგმა გრაფაში არასწორი კიდური მონიშნა. საბედისწერო შეცდომა კი ოპერაციიდან 2 დღეში, სახვევების შეცვის დროს გამოვლინდა. მომხდარის გამო კი პაციენტს მეორე ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, შეცდომა "არახელსაყრელი გარემოებების" შედეგად მოხდა და კლინიკის დირექტორმა საჯარო ბოდიშიც მოიხადა. სასამათლოზე დასმულ კითხვაზე, თუ რატომ მონიშნა კიდური არასწორად, ქირურგმა უპასუხა, რომ "უბრალოდ არ იცის". აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ ქირურგი სამუშაოდ სხვა კლინიკაში გადავიდა.

კომენტარები