თეა წულუკიანი

წულუკიანი ვაშაძეზე: 2013-ში ბატონი დავით აღმაშენებლის იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა

2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე, იმიტომ რომ ბატონმა დავით აღმაშენებელმა ისე ააშენა ეს იუსტიციის სახლი, რომ სოკოებს რომ ეძახიან თბილისელები და არამხოლოდ, იმ პეტალებში რეალურად შიგნით ჰაერია, სახურავში, ეს კულტურის ნაწილია ქალბატონო თაკო [თაკო ჩარკვიანს], არ ინერვიულოთ ორი წუთი, აი, ამ სახურავში შიგნით არის ჰაერი, ჩატოვეს არმატურები და ქარის პირობებში რამდენიმე ტონა ეს ნაგავი ისეთი ვიბრაციას იწვევდა, რომ სახურავი ჩამოიქცა და იქ ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ.

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერზე - გიორგი ვაშაძეზე.

კომენტარები