მიხეილ სააკაშვილი

ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო [LIVE]

ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო.

სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი სიგნალის ჩაწერის და ამავე სიგნალის სხვა ტელევიზიებისთვის გავრცელების უფლება მისცა.

სასამართლო სხდომის დაწყებისას მოსამართლემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოჰკითხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის "მშვენივრად გრძნობს თავს".

დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ე.წ პიჯაკების საქმეს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება.

კომენტარები