ბრედლი კუპერი

ბრედლი კუპერი: ნიუ-იორკის მეტროში უცნობმა დანა მომიღერა

Architectural Digest

ბრედლი კუპერი მსახიობ დექს შეპარდი პოდკასტს ეწვია. ვარსკვლავმა ნიუ-იორკის მეტროში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

"ოქტომბერში უსიამოვნო ამბავი შემემთხვა. მეტროში ვიღაცამ დანა მომიღერა. გაჩერებაზე ვიდექი და უცნობი კაცი მომიახლოვდა, მეგონა ფოტოს გადაღება ან ავტოგრაფის გამორთმევა უნდოდა. მოვტრიალდი და მის ხელში დანა დავინახე, რომელიც ჩემი მიმართულებით ჰქონდა მოშვერილი. დაახლოებით 12 სანტიმეტრის სიგრძის დანა ეჭირა, შესაძლოა უფრო მოკლეც, ზუსტად ვერ ვიხსენებ. ყურსასმენები მეკეთა, მუსიკას ვუსმენდი და არაფერი მესმოდა. თავდამსხმელს თვალებში ჩავხედე, ძალიან ახალგაზრდა ადამიანის გამოხედვა ჰქონდა. უკანმოუხედავად გავიქეცი, ტურნიკეტს გადავახტი, სადგურის გასასვლელამდე მივირბინე და ტელეფონი მოვიმარჯვე, ისიც გადმოხტა, თუმცა სხვა მიმართულებით გაიქცა. ფოტო გადავუღე და დავედევნე, გზად კიდევ ორი ფოტო გადავუღე. ქუჩაში პოლიციის მანქანა დავინახე და პოლიციელებს ფოტოები ვაჩვენე. ისინი მეკითხებოდნენ დაჭრილი ხომ არ ვარ, როგორც მერე ამიხსნეს, მსგავს სიტუაციაში ადამიანი შოკირებულია და შესაძლოა ვერ შეამჩნიოს, რომ დაჭრილია. სრული სიგიჟე იყო". – იხსენებს მსახიობი.

ბრედლი კუპერი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს ოსკარის რვა და ტონის ერთი ნომინაცია, ორი გრემი და BAFTA. ბოლო როლი შეასრულა გილერმო დელ ტოროს ფილმში Nightmare Alley.

კომენტარები