დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ლუკაშენკო: თუ დონბასში, ან რუსეთის საზღვრებთან ომი დაიწყება, ბელარუსი გვერდზე არ გადგება

მათ მშვენივრად ესმით, რომ თუ დონბასში, კიდევ ერთხელ, ომს წამოიწყებენ, ან სადმე, რუსეთის საზღვრებთან, ბელარუსი გვერდზე არ გადგება და ნათელია თუ ვის მხარეს იქნება ის. მათ ეს ესმით, ამიტომ ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრება დაიწყეს. ბელარუსი-უკრაინის საზღვრის გამაგრება დაიწყეს, თუმცა ამისთვის არანაირი ფაქტი და მიზეზი დღეს არ არსებობს...

კარგად ესმით, თუ უკრაინა ეცდება რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას, ბელარუსი გვერდზე არ გადგება, ამიტომ საჭიროა ბეალრუსის ჯარის შეკავება, წნეხის ქვეშ ყოფნა. დასავლეთიდან პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის მიერ და სამხრეთით, უკრაინის საზღვრების გაძლიერებით. 

თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების სხდომაზე, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერებასთან დაკავშირებით. კიევსა და დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. არსებობს შიშები, რომ თავდასხმის შემთხვევაში, რუსული სამხედრო ნაწილები ბელარუსიდანაც დაიძრებიან. 

კომენტარები