მე-10 მოწვევის პარლამენტი

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: კლანი არც წინა მთავრობის დროს და არც დღეს არ არსებობს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებების მოსმენა მიმდინარეობს. მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო სანდოძეს მოქალაქეების დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ კითხვა დაუსვა. 

მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, სასამართლოში კლანი არც წინა და არც არსებული ხელისუფლების დროს არ არსებობს.

"ასეთი ჯგუფი არ არსებობდა არც წინა ხელისუფლების დროს, არც დღეს არ არსებობს. არ არის შემთხვევა, მიუთითონ, რომ ვინმემ, რომელიმე მოსამართლეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე განახორციელა ზეწოლა. [...] შეგიძლია ნახოთ მე-14 მუხლი, სადაც მითითებული იყო, რომ "გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მოქმედებენ რა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და დანაშაულის ჩამდენი პირი", ანუ, ამით მე მგონი, ყველაფერი ცხადია, რა პროცესი მოქმედებდა 2010 წლამდე და მოსამართლე იყო ამ კანონდებლობის აღმსრულებელი". – თქვა ნინო სანდოძემ

25-26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. 

კომენტარები