ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე უვადო მწვანე სტატუსზე: იმედია, ეს შეიცვლება, რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს

ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს [რეგულაცია] შეიცვლება

TV იმედის ცნობით, ასე აფასებს NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ მიენიჭოთ. აღსანიშნავია, რომ ეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც მეორე დოზით რვა თვის შემდეგაც არ აცრილა, ამბობს, რომ "საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არაა, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან".

კომენტარები