რუსეთში, ციმბირში, კემეროვოს რეგიონში მაღაროში გაჩენილ ხანძარს 11 მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის დროს ლისტვიაჟნაიას მაღაროში სულ მცირე 285 ადამიანი იყო.
237 მაღაროელი ევაკუირებული იყო, 43 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. გამოცემა Interfax-ის ინფორმაციით, ხანძარი 250 მეტრის სიღრმეზე სავენტილაციო სისტემაში აფეთქებამ გამოიწვია.
სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)