კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 331 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.17%-ა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 987 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 804 ადამიანი.  

დღიური დადებითობა 8.17%-ია, ბოლო 14 დღის - 9.06% ხოლო 7 დღის  - 9.06%. 

4 331 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 623 დადასტურდა, აჭარაში - 184, იმერეთში - 822, ქვემო ქართლში - 245, შიდა ქართლში - 428, გურიაში - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 326, კახეთში - 311, მცხეთა-მთიანეთში - 140, სამცხე-ჯავახეთში - 133, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33.

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 826 714 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 768 559 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 736 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 46 393 აქტიური შემთხვევაა.

1 670 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 662 მკურნალობს, აჭარაში - 126, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  377 ადამიანია,  მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 42, იმერეთში - 39.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

კომენტარები