ევროპული საქართველო

ბოკერია: ამომრჩევლის ნდობას აზარალებს არათანმიმდევრულობა და ცრუ მოლოდინების შექმნა

ეს რეჟიმი უბრალო უმრავლესობით რომ მარცხდებოდეს, მაშინ ავტორიტარულიც არ იქნებოდა... ისეთი მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ, რომელსაც ეს [ხელისუფლების მანიპულაციები] ვერ გადაწონის. 200 000 ადამიანით ნაკლები მოვიდა ამ არჩევნებზე, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. თბილისში, თუ არ ვცდები, 80 000-ით ნაკლები მოვიდა. ახლა ვერ შევძელით ამ ხალხის მობილიზება და ყველას ამოცანა უნდა იყოს მუშაობა ამ ადამიანებისთვის ნდობის დაბრუნებაზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. რა აზარალებს ნდობას? არათანმიმდევრულობა, არალოგიკურობა და ცრუ მოლოდინების შექმნა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები