რუსეთი

აშშ-მ მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს სანქციები დაუწესა

მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტი
МФТИ

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს სანქციები დაუწესა. ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, სანქციების დაწესების მიზეზია, ის რომ ინსტიტუტი დამკვეთებისთვის სამხედრო პროდუქციას ამზადებს.

სანქციების ფარგლებში თუ ამერიკულ მიმწოდებლებს ინსტიტუტისთვის რაიმე ტექნოლოგიის ან აღჭურვილობის მიყიდვა სურთ, ამისთვის მათ სპეციალური ლიცენზია დასჭირდება.

სანქიცირებულთა სიას აშშ-მ სხვადასხვა დაწესებულებები დაამატა ჩინეთში, რუსეთში, პაკისტანში, სინგაპურსა და იაპონიაში.

"მსოფლიო ვაჭრობა ხელს უნდა უწყობდეს მშვიდობას, კეთილდღეობას, მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილების შექმნას და არ უნდა ქმნიდეს რისკებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დღევანდელი მოქმედებები თავიდან აგვარიდებს აშშ-ს ტექნოლოგიების გამოყენებას ჩინეთის სახალო რესპუბლიკის და რუსეთის სამხედრო წინსვლაში და პაკისტანის სახიფათო ბირთვულ აქტივობასა და ბალისიკური რაკეტების პროგრამაში." – თქვა ვაჭრობის დეპარტამენის მდივანმა ჯინა რაიმონდომ.

მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტი რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკონომიკის უმაღლეს სკოლასთან ერთად ის სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში ხშირად ხვდება. წარსულში აშშ-ს რუსეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტებისთვის დაუწესებია სანქციები, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სანქციები ცნობილ და რუსეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს შეეხო.

კომენტარები