მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია: მგონია, მთავრობამ იცოდა, რომ სტრასბურგი მე-2 დროებითი ღონისძიებისთვის ემზადებოდა

სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ და კერძოდ კი იუსტიციის მინისტრმა იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ემზადებოდა იმისთვის, რომ გამოეცა მეორე დროებითი ღონისძიება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. 

"მე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, მაგრამ ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად, იმიტომ, რომ მხარეს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, შესაბამისად, არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ მათ იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ექსპერტიზის დასკვნას". – თქვა ნინო ლომჯარიამ. 

22 ნოემბერს სახალხო დამცველმა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბერს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაავალა. 

"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის." – დაწერა ნინო ლომჯარია Facebook-ზე. 

კომენტარები