ქართული ოცნება

ივანიშვილი: ღარიბაშვილი ჩემთვის არ იყო ავტორიტეტი

ერთ პატარა "რემარკს" გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად, ასისტენტებზე კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ Credit Suisse მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი. აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, ვთქვათ, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასე, მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ.

[კითხვა: ანუ მდივანივით გყავდათ?] რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ.

შაბათის ფორმულა ბიძინა ივანიშვილის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოს შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse Group AG-ს წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს.

კომენტარები