კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 446 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.89%-ია

Covid 19-ით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 026 ტესტი და დადასტურდა 4 446 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 330 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.89%, ბოლო 7 დღის 9.05%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.63%.

ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 646 გამოვლინდა, აჭარაში - 190, იმერეთში – 819, ქვემო ქართლში – 258, შიდა ქართლში – 422, გურიაში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 387, კახეთში – 315, მცხეთა-მთიანეთში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 144, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 58. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 662.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 800 293 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  737 316 პაციენტი და გარდაიცვალა –  11 289.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები