ბრიტნი სპირსის საქმე

ბრიტნი სპირსი: ჩემი ოჯახის წევრები ციხეში ჩასმას იმსახურებენ

Page Six

ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მეურვეობის შემდგომ ცხოვრების სირთულეებზე ილაპარაკა.

"ძალიან მრცხვენია იმის აღიარება, რომ აქამდე ნაღდი ანგარიშსწორებით არაფერი მიყიდია, ასევე არასდროს მიტარებია მანქანა. ყოველდღე ვიღვიძებ და ბოლომდე ვერ ვიჯერებ, თუ რა დღეში ჩამაგდო ჩემმა ოჯახმა და მათმა მეურვეობამ. მათ დამამცირეს! და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცუდი ამბებისა, რომლებზეც ხმამაღლა ვლაპარაკობ. ჩემი ოჯახის წევრები ციხეში ჩასმას იმსახურებენ. დიახ, არ მოგესმათ, ამას ღვთისმოშიში დედაჩემიც იმსახურებს. არაფერი დამვიწყებია! მათი წყალობით 20 წლის განმავლობაში ვირივით ვმუშაობდი". – ამბობს მომღერალი.

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას 2021 წლის ოქტომბრამდე მამა განაგებდა. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტნი სპირსმა სასამართლოს, რომელმაც საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ჯეიმი სპირსის თქმით მას და მისი ოჯახის წევრებს თაყვანისმცემლები რეგულარულად ემუქრებოდნენ. 

2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა. 30 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით მომღერალი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა. თუმცა ამით მეურვეობა არ დასრულებულა, მოსამართლემ ახალი მეურვის დანიშვნის უფლება დაიტოვა. საბოლოოდ სასამართლომ პოპ შემსრულებელი მეურვეობისგან სრულად 13 ნოემბერს გაათავისუფლა.

სპირსს თავისი ოჯახის წევრები ახლო წარსულშიც გაუკრიტიკებია. ერთ ერთ პოსტში მომღერალმა მეურვეობის იდეის ავტორად დედა, ლინ სპირსი დაასახელა

ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. Framing Britney Spears წლის დასაწყისში გამოვიდა, ფილმმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. იქამდე მომღერლის უუფლებობაზე მხოლოდ ერთგული თაყვანისმცემლების მცირე ნაწილი აპროტესტებდა. 28 სექტემბერს Netflix-მა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, Britney vs Spears გამოუშვა.

კომენტარები