მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: ომბუდსმენის შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში თითქმის ყველა პოლიტიკურად მიკერძოებულია

თქვენ იცით როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ. ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა, რომელშიც ვხედავთ, რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი არაერთი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ლომჯარია დგამს. 

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. გუშინ, 16 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობის შემოწმების მიზნით შექმნილმა მრავალპროფილურმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო დაათვალიერა და მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

კომენტარები