მიხეილ სააკაშვილი

ხაზარაძე: თავისუფალმა ადამიანებმა უნდა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა, შემოგვიერთდით

კოალიციურ ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა. ანუ ზეპარტიული მოძრაობა, იმიტომ რომ ის საკითხი, რომელიც დღეს ჩემმა მეგობრებმა დააყენეს, რომ ჩვენს თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლა. უკვე დეკლარირებულად შეცვლა. ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება - ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე. ეს არის თითოეული ჩვენი თავისუფალი მოქალაქის საქმე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად. თავისუფალმა ადამიანებმა უნდა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც რამდენიმე წელიწადია ქართული ოცნება საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს, ამას არ დავუშვებთ. ამიტომ მოგიწოდებთ მწერლებს, პოეტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას, რომ შემოგვიერთდით - ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება, იმიტომ რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს.

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. პარასკევს, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართება.

კომენტარები