მიხეილ სააკაშვილი

მელია: პარასკევს, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართება

ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, განურჩევლად სტატუსისა, პროფესიისა, საქმიანობისა, ვართ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ექიმები თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს პასპორტი უდევთ ჯიბეში - ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, რაც მოხდა ბელორუსიაში. რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. 

ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას - პარტია ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ, გირჩი-მეტი თავისუფლებამ და დროამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს პარასკევს, 3 საათზე თბილისში 3 განსხვავებული გეოგრაფიული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. გელოდებით 3 საათზე მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ენმ-ის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი, მეტრო ვაგზლის მოედანთან იმავე დროს, 3 საათზე, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია ლელო და არა მხოლოდ, მე-3 ლოკაცია იგივე საათზე მეტროსადგური უნივერსიტეტია, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში. მსვლელობას სათავეში ჩაუდგება გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა.

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მართავს. ნიკა მელია ამბობს, რომ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი აქციებს პერმანენტულად გამართავენ. 

კომენტარები