საპატრიარქო

ჯაღმაიძე: საპატრიარქოს არცერთი განცხადება არ კეთდება პატრიარქთან შეუთანხმებლად

ერთი რამ უნდა ითქვას აუცილებლად, რომ როდესაც საპატრიარქო აკეთებს განცხადებას, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს განცხადება არის რაღაც ჯგუფის აზრი და პატრიარქთან შეუთანხმებელი, საპატრიარქო, ადმინისტრაცია ეხმარება პატრიარქს ადმინისტრირებაში, საქმის წარმართვაში, ამიტომ არცერთი განცხადება შეუთანხმებლად, ისე, რომ პატრიარქმა არ იცოდეს შინაარსი და არ იცოდეს რას ემსახურება, რომ არ ქონდეს წაკითხული და თანხმობა არ იყოს მისგან, ასეთი განცხადება არ იდება არასდროს.

ამბობს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 

კომენტარები