გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, მწერალი ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის განხილვა 19 ნოემბრამდე გადაიდო.
ტორესა მოსი თელავში, პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის დააკავეს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსიც გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა წიგნები მიიტანეს და გალიაში ჩადეს.
დღეს, 14 ნოემბერს, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები მწერალთა სახლში შეიკრიბნენ და ტორესა მოსის გათავისუფლება მოითხოვეს.