Sex and The City

SEX AND THE CITY-ს ახალი სეზონის თიზერი გამოქვეყნდა – პირველი სერია 9 დეკემბერს გამოვა

Sex and the City-ს ახალი სეზონის პირველი სერია 9 დეკემბერს გამოვა - ამის შესახებ ცნობილი HBO Max-ის მიერ გამოქვეყნებული თიზერიდან გახდა.

And Just Like That-ის თიზერში სერიალის ცნობილი გმირები ჩანან, რომლებიც ერთი შეხედვით ცხოვრებას ისევე აგრძელებენ, როგორც მაყურებელი გასულ სეზონებში ხედავდა.

ახალი სეზონი ათი სერიისგან შედგება. ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი. სამანტას პერსონაჟი, რომელსაც კიმ კეტროლი ასახიერებს, გაგრძელებაში არ გამოჩნდება.

კომენტარები