ვაქცინაცია

"სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი, რომ ხალხი დავარწმუნო" - გამყრელიძე ბუსტერ დოზით აიცრა

"სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი, რომ ხალხი დავარწმუნო. მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა". – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer-ის ბუსტერ დოზით აიცრა.

ამირან გამყრელიძე სინოფარმის ორი დოზით მაისში აიცრა, – "იცით, რომ გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, მათ შეუძლიათ ვინც აცრილი არიან სინოფარმით, სინოვაკით, 3-დან 6 თვემდე, ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს პფაიზერი". – ამბობს გამყრელიძე.

მოქალაქეებს აცრიდან 6 თვის თავზე უკვე ბუსტერ-დოზის დაჯავშნა შეუძლიათ. ვაქცინაციისთვის განკუთვნილი პორტალი - booking.moh.gov.ge მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა უკვე გაიკეთეს, ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის თავზე მესამე დოზაზე დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები